მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროსთან

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროსთან

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სდასუ-ს რექტორმა თეიმურაზ ქორიძემ მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში სდასუ-ს სამართლის სკოლის ყველა სტუდენტს შესაძლებლობა ექნება გახდეს საკანონმდებლო "მაცნეს კლუბის" წევრი. ასევე სტუდენტებს გადაეცემათ ვაუჩერები, რომლითაც შეძლებენ უსასყიდლოდ მიიღონ ნორმატიული აქტები თუ სხვა სახის იურიდიული ლიტერატურა.

Share: