ტურნირის გამარჯვებული მედიის სკოლის გუნდი გახდა

ტურნირის გამარჯვებული მედიის სკოლის გუნდი გახდა

დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში შიდა საფაკულტეტო ტურნირი მინი ფეხბურთში ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობას 5 გუნდი ღებულობდა. ფინალში ერთმანეთს მედიის სკოლის და სამედიცინო სკოლის სტუდენტური გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში საინტერესოდ და ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. საბოლოო გამარჯვება მედიის სკოლის გუნდმა მოიპოვა, ანგარიშით - 6:5. ტურნირის ყველა მონაწილეს სდასუ-ს ადმინისტრაციამ სიგელები, გამარჯვებულ გუნდს კი სპეციალური პრიზები გადასცა.

Share: