ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის წარმატება

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის წარმატება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით 2017 წლის 27 აპრილს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტები. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობდა. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის ტურიზმის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტმა თეა ბროლაძემ კონკურსის სამივე ეტაპი წარმატებით გადალახა და ფინალურ ეტაპზე (ექსპო -ჯორჯიაში) წარადგინა თემა: ‘’MICE ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში’’. რომელმაც ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბატ. გიორგი ჩოგოვაძემ თეა ბრძოლაძეს სერტიფიკატი გადასცა. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლა თეა ბრძოლაძეს ულოცავს კონკურსში მიღწეულ წარმატებას.

Share: