სიახლეები

სტუდენტთა საყურადღებოდ! საქართველოს დავით აღმაშენებლის სახეობის უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სწავლა დაიწყება 2017 წლის 27 თებერვალს.
ვრცლად ...

16 იანვარს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს TEMPUS-ის საგრანტო პროექტის „ბიოლოგიისა და მედიცინის დარგებისათვის მულტიდისციპლინური ინოვაციური ცენტრების შექმნა ვირტუალური ლაბორატორიების განვითარებისათვის“ ფარგლებში კოორდინატორები, UCL -ის და ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორები, დიდი ბრიტანეთის იმუნოლოგთა და ამერიკის შეერთებული შტატების ჰემატოლოგთა საზოგადოებების წევრები ნინა ფორაქიშვილი და პიტერ ლიდიარდი ეწვივნენ. პროფესორები შეხვდნენ მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლის სტუდენტებს და ჩაატარეს ლექცია თემაზე „კლინიკური იმუნოლოგიის თანამედროვე მიდგომები“. რექტორმა, პროფესორმა თეიმურაზ ქორიძემ პროფესორებს ნინა ფორაქიშვილსა და პიტერ ლიდიარდს საპატიო დოქტორის დიპლომები და დავით აღმაშენებლის მედლები გადასცა.
ვრცლად ...

10 თებერვალს, 15 სთ-ზე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე შედგება დისერტანტ ია ეგნატიევის სადისერტაციო ნაშრომის - "მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანებები აივ/შიდსით ავადმყოფებში“ საჯარო დაცვა. მისამართი: ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ. N25, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
ვრცლად ...

მობილობის მსურველთა საყურადღებოდ! საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობას. იხილეთ მიმაგრებული ფაილი. მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!
ვრცლად ...

25 ნოემბერს 15 სთ-ზე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე შედგება დისერტანტ მაკა ბულეიშვილის სადისერტაციო ნაშრომის - "ჰიპერტენზიის პათოგენეზის ზოგიერთი ასპექტები პოსტმენოპაუზურ ქალებში" საჯარო დაცვა. 25 ნოემბერს 17 სთ-ზე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე შედგება დისერტანტ ნანა ომანაძის სადისერტაციო ნაშრომის - "პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების კლინიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა ჰემობლასტოზებით დაავადებულ პაციენტებში" საჯარო დაცვა. მისამართი: ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ. N25, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.
ვრცლად ...

23 დეკემბერს 15 სთ-ზე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე შედგება დისერტანტ ნინო აბაიშვილის სადისერტაციო ნაშრომის - "პაროდონტის ანთებით დაავადებათა პროგნოზული მახასიათებლები და კორელაციები სომატურ დაავადებებთან ქართველ სტუდენტთა პოპულაციაში" საჯარო დაცვა. მისამართი: ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ. N25, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.
ვრცლად ...

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწოფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით შეიქმნა დოკუმენტური ფილმი ,,ევროპა საქართველოში-დიუმას ნაკვალევზე". იდეის ავტორების მიზანია მოსახლეობისთვის ევროკავშირის დახმარების იმ პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც საფუძველს ქმნიან საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით. ფილმის საჯარო ჩვენება გაიმართება საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში დავით აღმაშენებლის დარბაზში მ/წ 22 დეკემბერს 13:00 სთ-ზე.
ვრცლად ...

ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში სდასუ-ს სამართლის სკოლაში 9 დეკემბერს გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ეთნიკური უმცირესობის უფლებები“. ლექცია წაიკითხა პროფესორმა გიორგი გოგიაშვილმა. მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
ვრცლად ...

2016 წლის 4 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიხსნა ერთობლივი ოპერაციების ცენტრი. ერთობლივი ოპერაციების ცენტრი არის პოლიციის ტექნოლოგიების ცენტრალიზებული ჰაბი, რომელიც ახორციელებს ქვეყანაში საჯარო სივრცეში განთავსებული ვიდეოკამერების რეალურ დროში უწყვეტ მონიტორინგს ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, მართავს და საინფორმაციო-ანალიტიკურ მხარდაჭერას უწევს ქუჩაში მყოფ გამომძიებლებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, კრიზისული ვითარებისა და მასშტაბური ღონისძიებების დროს კოორდინაციას უწევს სამინისტროს ქვედანაყოფებს. ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ამოცანებია ქვეყანაში დანაშაულის პრევენცია, რეალურ დროში მასზე სწრაფი რეაგირება და დანაშაულის გამოძიების ეფექტიანობის გაზრდა. ახლადშექმნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრის საზოგადოებაში ცნობადობის დამკვიდრებისა და პროექტში ახალგაზრდობის ჩართულობის მიზნით, შს სამინისტრო აღნიშნული ცენტრის ლოგოს შესაქმნელად სტუდენტებში კონკურსს აცხადებს. კონკურსში გამარჯვებული დაჯილდოვდება-3000 ლარით. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 577 57 60 50.
ვრცლად ...

9 დეკემბერს 12:00 სთ-ზე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში 211 აუდიტორიაში ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე „ეთნიკური უმცირესობის უფლებები“, რომელსაც გაუძღვება სდასუ-ს სამართლის სკოლის პროფესორი გიორგი გოგიაშვილი.
ვრცლად ...