სიახლეები

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს ყველა კუთხეში ერთიანდებიან ის ადამიანები, რომლთაც დაუნის სინდრომი აქვთ და ისინი, ვინც მათთან ერთად მუშაობენ და ცხოვრობენ. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი უკვე მესამე წელია ამ დღესთან დაკავშირებით ატარებს აქციას - ‘’მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან’’, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. აქციის ფარგლებში ‘’სდასუ’’-ში საპატიო სტუმრებად მოწვეულები იყვნენ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები; ასევე ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარდა საჯარო ლექცია; უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო ‘’ფერადი წინდების’’ აქციაში,რომლის მიზანი მასობრივი სოლიდარობის გამოხატვაა. ‘’სდასუში’’ ქრომოსომებს არ ითვლიან, არ დათვალო შენც!
ვრცლად ...

ძვირფასო აბიტურიენტებო, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კარის დღეს და გიწვევთ რათა თავად დაათვალიეროთ ინფრასტრუქტურა,შეხვდეთ თქვენი სკოლების დეკანებს,უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს,მიიღოთ მათგან პირველადი ინფორმაცია,გაესაუბროთ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. ღია კარის დღე ჩატარდება შაბათს,25 მარტს,11 საათზე სდასუ-ს საკონფერენციო დარბაზში. მისამართი: ვაკე,ჭავჭავაძის # 25. საკონტაქტო პირი: დიკა სალაყაია(+995) 597 46 47 48 გთხოვთ გვეწვიოთ!
ვრცლად ...

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 2017 წლის 2 ივნისს, 12 საათზე გიწვევთ სტუდენტთა XXV სამეცნიერო კონფერენციაზე კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგი სექციების მიხედვით: • მედიცინა და სტომატოლოგია • სამართალი • ეკონომიკა და ბიზნესი • ჟურნალისტიკა • ფილოლოგია •კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. მ ო თ ხ ო ვ ნ ე ბ ი: 1. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს; 2. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 20 მაისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ საკონფერენციო მასალები: ა) სამეცნიერო მოხსენება/თემა, მაქსიმუმ 5-10 გვერდი (ნაბეჭდი A 4 ფორმატით; ველის საზღვრები - 2 სმ; შრიფტის ზომა - 11; ფონტი: Sylfaen - ქართული ტექსტისათვის; Times New Roman - ინგლისური ტექსტისათვის); ბ)კრებულისათვის ნაშრომის თეზისები, მაქსიმუმ 2 გვერდი; გ) თვალსაჩინოებები მოხსენებისთვის წარმოდგენილ უნდა იქნეს Power Point-ში; დ) ფოტო (3X4); 3. სათაურის ზემოთ მარჯვნივ მითითებული უნდა იყოს სექცია, მონაწილის სახელი, გვარი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი გვარი, აკადემიური ხარისხი, თანამდებობა. კონფერენციაზე სექციების მიხედვით გამოვლინდება სამი საუკეთესო მონაწილე, რომლებიც გაინაწილებენ I, II და III საპრიზო ადგილებს. მათ გადაეცემათ საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები და სიგელები. კონფერენციის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა დიპლომი. მოხსენებების თეზისები გამოიცემა კრებულის სახით. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და საკონფერენციო მასალები გადმოგზავნონ სექციების მიხედვით ელექტრონულ მისამართზე: • medicine@sdasu.edu.ge (მედიცინა და სტომატოლოგია) lawinfo@sdasu.edu.ge (სამართალი) • business @sdasu.edu.ge (ეკონომიკა და ბიზნესი) media@sdasu.edu.ge (ჟურნალისტიკა) • philology @sdasu.edu.ge (ფილოლოგია) • დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: • (032) 2 22 60 03 (მედიცინა და სტომატოლოგია) • (032) 2 23 88 77 (სამართალი) • (032) 2 22 30 33 (ეკონომიკა და ბიზნესი) • (032) 2 22 60 17 (ჟურნალისტიკა) • (032) 2 22 60 17 (ფილოლოგია) • მისამართი: ვაკე, ი. ჭავჭავაძის გამზირი, N 25 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ,რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე: www.goo.gl/Fc23rS
ვრცლად ...

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო (ELSA Georgia) გაეროს განვითარების პროგრამასთან და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გთავაზობთ კონფერენციას თემაზე: ”ქალის როლი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში”. კონფერენციის მიზანია, ქალების გენდერული როლის გაძლიერება, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური კუთხით, ასევე, სტუდენტების ცნობიერების ამაღლება, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის, მოქმედი სტატუსის მქონე სტუდენტებს. კონფერენცია გაიმართება 2017 წლის 20 მარტს. დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 18 მარტის 18:00 საათისა:https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf26ShEFYNLRqMfpnV3zJjPnpGaDf43QKeR23nfyZUtAeOyXA/viewform
ვრცლად ...

ლატვიის სახელმწიფო განათლების განვითარების სააგენტო 2017-2018 აკადემიური წლისთვის ქართველ სტუდენტებს, მკვლევარებსა და აკადემიურ პერსონალს სთავაზობს სასტიპენდიო პროგრამებს. სასტიპენდიო პროგრამაზე მიიღება იმ სტუდენტთა აპლიკაციები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სწავლების ერთი აკადემიური წელი. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის სტიპენდია შეადგენს ყოველთვიურად 500 ევროს, ხოლო დოქტორანტურის სტუდენტებისთვის - 670 ევროს. აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისთვის სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება 5 თვე. განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2017 წლის 1 აპრილი. ლატვიის მხარის მიერ შემოთავაზებული სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს, ასევე საზაფხულო სკოლასაც (Summer school), სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს. საზაფხულო სკოლიში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 4 მაისი. საზაფხულო პროგრამის განმავლობაში დაფინანსება შეადგენს 711 ევროს. დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამების შესახებ იხილეთ შესაბამის ვებგვერდზე :http://www.viaa.gov.lv/eng/international_cooperation/scholarships_gov/scholarships/?tl_id=18395&tls_id=18397
ვრცლად ...

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“ საქართველოს მასშტაბით ატარებს სტუდენტურ ოლიმპიადას ეკონომიკაში (“მომავალი ეკონომისტი’’). ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, მათ შორის, უცხოელებს. ოლიმპიადა ჩატარდება სამ ტურად ქართულ და ინგლისურ ენებზე. ოლიმპიადის საპრიზო ადგილებზე გასული სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია ფულადი პრიზები: პირველი ადგილი - 1 000 ლარი; მეორე ადგილი - 700 ლარი; მესამე ადგილი - 500 ლარი; მეოთხე ადგილი - 400 ლარი; მეხუთე ადგილი - 300 ლარი. პირველ ათეულში გასული სტუდენტები მიიღებენ სხვადასხვა პრიზებს. ფინალური ტურის მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით. ოლიმპიადაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 26 მარტი. რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ოლიმპიადის ვებ-გვერდს.
ვრცლად ...

10 მარტს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში აქცია - „ გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე’’ ჩატარდა. სისხლის უანგარო დონაცია, „ სდასუ’’-სა და ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკის მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტში ინტენსიურად ტარდება. აქციაში მონაწილეობა ორმოცმა დონორმა მიიღო. მემორანდუმის თანახმად, დონორებსა და მათი ოჯახის წევრებზე, სისხლის ბანკი (საჭიროების შემთხვევაში) უფასოდ გასცემს ნებისმიერი ჯგუფის სისხლს. ერთი დონორის მიერ გაცემულმა სისხლმა კი შეიძლება სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნას.
ვრცლად ...

საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მეექვსე ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე. სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტს ან კურსდამთავრებულს, რომელის სწავლის დასრულებიდან არ გასულა 2 წელიწადზე მეტი და ასევე,იგი გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით GPA (მინიმუმ 3.0). საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა, რომლებსაც სურვილი გაქვთ ჩაერთოდ პროგრამაში, გთხოვთ 24 მარტის ჩათვლით, განაცხადოთ წერილობითი თანხმობა შესაბამის დეკანატში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით შესაბამის დეკანატს.
ვრცლად ...

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში 6 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია ''studhub''-მა აბიტურიენტებისა და სტუდენტებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა თემაზე - თანამედროვე ჟურნალისტიკა. ტრენინგში მონაწილე მოსწავლეებს და სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ტელევიზიას - ''სდასუ tv'' და რადიოს. ლექციის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა სხვადასხვა სიტუაციური ამოცანები,პრეზენტაციები და აქტივობები.
ვრცლად ...

საზაფხულო სკოლა იწყება 3 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით. აპლიკაციის შევსება და დამატებითი ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ შემდეგ ელ. მისამართზე: http://www.ef.uni-lj.si/summerschool/ljubljana განცხადების გაკეთების ბოლო ვადააა 2017 წლის 10 ივლისი.
ვრცლად ...