სდასუ-ში სტუდენტთა XXV სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

სდასუ-ში სტუდენტთა XXV სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

2 ივნისს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტთა XXV სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. სდასუ-ს სტუდენტებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს. სამეცნიერო კონფერენციაში სულ 150 სტუდენტი მონაწილეობდა, რომელთაგანაც საპრიზო ადგილების მფლობელები ჟიურიმ სექციების მიხედვით გამოავლინა. კონფერენციის თითოეულ მონაწილეს სდასუ-ს რექტორმა, პროფესორმა თეიმურაზ ქორიძემ დიპლომები გადასცა. კონფერენციაში მონაწილეთა თეზისები კრებულის სახით გამოიცემა და კონფერენციის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა.

Share: