ტემპუსის საგრანტო პროექტის წარმომადგენლების ვიზიტი სდასუ-ში

ტემპუსის საგრანტო პროექტის წარმომადგენლების ვიზიტი სდასუ-ში

სდასუ ჩართულია ტემპუსის საგრანტო პროექტში - "ბიოლოგიისა და მედიცინის დარგებისთვის მულტიდისციპლინარული ინოვაციების შექმნა ვირტუალური ლაბორატორიების განვითარებვისათვის". პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტს ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორები ნინო ფორაქიშვილი, პიტერ ლიდიარდი, ჯონ მერფი, იტალიის ლაკვილას უნივერსიტეტის პროფესორი ჯოვანი დე გასპერის და სლოვაკეთიდან კომპანიის "ბიოანიმ"-ის მფლობელი, პროფესორი ტომაშ ამონი ეწვივნენ. სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ თეიმურაზ ქორიძეს, მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლის დეკანს, ასოც. პროფესორ თამარ ტუფინაშვილს, დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ვირტუალური ლაბორატორიების მულტიდისციპლინური ინოვაციური ცენტრის მოწყობილობა, შეაჯამეს პროექტის მიმდინარეობა და დაგეგმეს სამომავლო თანამშრომლობის ეტაპები.

Share: