სდასუ დიდ მწუხარებას გამოხატავს ცნობილი ონკოლოგის და პროფესორის, რეზო გაგუას გარდაცვალების გამო

სდასუ დიდ მწუხარებას გამოხატავს ცნობილი ონკოლოგის და პროფესორის, რეზო გაგუას გარდაცვალების გამო

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი დიდ მწუხარებას გამოხატავს ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორის, მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის რეზო გაგუას გარდაცვალების გამო. განუზომელია ბატონი რეზოს დამსახურება მედიცინის წინაშე. მის სახელს უკავშირდება საქართველოში ონკოლოგიის, როგორც დარგის განვითარება და მისი ღირსეული წარმოჩენა მსოფლიო მასშტაბით. ბატონი რეზო, გახლდათ გამორჩეული პედაგოგი. ის სდასუ-ს დაარსების დღიდან, აგერ უკვე მეოთხედი საუკუნეა, პირნათლად ემსახურება ახალგაზრდა თაობის სამედიცინო განათლების საქმეს. მისი პროფესიონალიზმი და ადამიანური ღირსებები - თავმდაბლობა, უშუალობა, დიდი პასუხისმგებლობა, უშურველად სიკეთის კეთება, დაუშრეტელი ენერგია, განუმეორებელი ღიმილი, მუდამ დარჩება კოლეგებისა და სტუდენტების სანიმუშო მაგალითად. ქვეყანამ დაკარგა დიდი საზოგადო მოღვაწე, საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერი და ჭეშმარიტი ერის კაცი. სამარადისო დიდება მის სახელს!

Share: