საერთაშორისო ურთიერთობები

საგარეო ურთიერთობები

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ევროპის, აშშ-ისა და კანადის პარტნიორ უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, გაცვლითი პროგრამების, სხვა საერთაშორისო პროექტების შესახებ. უნივერსიტეტი პერიოდულად მასპინძლობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს მედიცინის, სამართლის, საქართველოს ისტორიის, სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით. სდასუ ხელს უწყობს სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის განხორციელებას, სტუდენტური ცხოვრების ინტერნაციონალიზაციას – უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლის სტუდენტები გაწევრიანებული არიან ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციაში (EMSA). სამართლის სკოლის სტუდენტები გაწევრიანებული არიან ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციაში (ELSA). საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის მიზნით, უნივერსიტეტში ყველა მიმართულებით დანერგილია ინგლისურენოვანი დისციპლინების სწავლება, ენის შემსწავლელი კურსები, პარტნიორ უცხოურ უნივერსიტეტებთან მოქმედებს სწავლების დისტანციური კურსები მედიცინის, სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით.