მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი სდასუ-ს სტუდენტებს შეხვდა

მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი სდასუ-ს სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა: - „აწარმოე საქართველოში,“ რომლის მიზანია ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. ამ პროექტთან დაკავშირებით 3 მაისს, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ ანთიამ საჯარო ლექცია გამართა თემაზე: - ‘’ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები საქართველოში და მათი ეფექტიანობა’’. მან დეტალურად ისაუბრა პროექტის შესახებ, რამაც სტუდენტებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.

Share: