მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ლანჟოუს და შანხაის უნივერსიტეტის პროფესორები სდასუ-ში

ლანჟოუს და შანხაის უნივერსიტეტის პროფესორები სდასუ-ში

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში დღეს საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ჩინეთის, ლანჟოუს და შანხაის უნივერსიტეტის პროფესორები. სტუმრობის ძირითადი მიზანი იყო მათი და ჩვენი პროფესორების მიერ ერთობლივი კვლევების ჩატარება. შეხვედრისას დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა, მათ შორის სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლით პროგრამებში ჩართვა, ერთობლივი კონფერენციების ჩატარება და სხვ. სდასუ-ს სტუდენტებისგან გამოითქვა ჩინური ენის შესწავლის სურვილი და შემდეგი კვირიდან ლანჟოუს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩვენს სტუდენტებს უფასოდ შეასწავლიან ჩინურ ენას.

Share: