კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონიალი

კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონიალი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება ძალიან ემოციური და ამაღელვებელი იყო. სტუდენტებმა სდასუ-ზე იასუბრეს და სტუდენტური წლები შეაჯამეს. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს სდასუ-ს რექტორმა და პროფესორ მასწავლებლებმა. ღონისძიებაზე სდასუ-ს ახალი ჰიმნის პრეზენტაცია მოეწყო, რომელიც სდასუ-ს ბენდმა კურსდამთავრებულებთან ერთად შეასრულა. საღამო უნივერსიტეტის შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად მუსიკლაურად გააფორმეს პროექტ - ‘’x ფაქტორის’’ მონაწილეებმა: ოთო ღურწკაიამ და ქეთი ბერიძემ. დაუვიწყარ კონცერტთან ერთად იყო ფოტოსესია, ფოიერვერკი და უამრავი სიურპრიზი. აღსანიშნავია, რომ სდასუ-ს წელს სამასამდე კურსდამთავრებული ჰყავს. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ულოცავს თითოეულ მათგანს სწავლის წარმატებით დასრულებას!

Share: