მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

კონკურსი უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

კონკურსი უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 2017 წლის 5 იანვრიდან აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად 1. ანატომია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 2. ფიზიოლოგია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 3. ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 4. ბიოფიზიკა, სამედიცინო ფიზიკა: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 5. ბიოქიმია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 6. მოლეკულური ბიოლოგია და გენეტიკა: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 7. მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 8. ფარმაკოლოგია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 9. შინაგანი დაავადებები: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 10. რადიოლოგია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 11. პედიატრია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 1 ასისტენტი 12. ქირურგია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 13. ინფექციური დაავადებები: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 14. მეანობა, გინეკოლოგია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 1 ასისტენტი; 15. პათოლოგია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 16. ოფთალმოლოგია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 17. ტრავმატოლოგია, ორთოპედია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 18. ჰემატოლოგია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 19. ფსიქიატრია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 20. დერმატოვენეროლოგია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 21. ნევროლოგია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 22. ონკოლოგია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 1 ასისტენტი; 23. უროლოგია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 24. ანესთეზიოლოგია და ინტენსიური თერაპია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 25. კლინიკური უნარ-ჩვევები: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 26. ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 27. სასამართლო მედიცინა: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; 28. საოჯახო მედიცინა: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი; ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს: • პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. • ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. • ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი. • ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი. • ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა. აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: 1. განცხადება ; 2. კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად; 3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 4. ორი ფოტოსურათი (3 × 4); 5. უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების და დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტები. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი; 6. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/დარგის შესაბამისი სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, მათ შორის ერთ-ერთი (ავტორის შეხედულებით) ბეჭდვითი სახით; 7. შესაბამისი სასწავლო კურსის/კონკურსის სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით). 8. ინგლისური ენის C1 დონის კემბრიჯის ან TOEFL-ის სერტიფიკატი. სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში სავალდებულოა ტესტირების გავლა ინგლისურ ენაში. კონკურსში მონაწილეთა დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2018 წლის 5 იანვრიდან - 2018 წლის 16 იანვრამდე 10.00 სთ-დან 17 სთ-მდე უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართ: ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზირი N 25) საბოლოო შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2018 წლის 25 იანვრისა. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge; ტელ.: (+995 32) 2 253 677

Share: