მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

კონკურსი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ლოგოს შესაქმნელად

კონკურსი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ლოგოს შესაქმნელად

2016 წლის 4 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიხსნა ერთობლივი ოპერაციების ცენტრი. ერთობლივი ოპერაციების ცენტრი არის პოლიციის ტექნოლოგიების ცენტრალიზებული ჰაბი, რომელიც ახორციელებს ქვეყანაში საჯარო სივრცეში განთავსებული ვიდეოკამერების რეალურ დროში უწყვეტ მონიტორინგს ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, მართავს და საინფორმაციო-ანალიტიკურ მხარდაჭერას უწევს ქუჩაში მყოფ გამომძიებლებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, კრიზისული ვითარებისა და მასშტაბური ღონისძიებების დროს კოორდინაციას უწევს სამინისტროს ქვედანაყოფებს. ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ამოცანებია ქვეყანაში დანაშაულის პრევენცია, რეალურ დროში მასზე სწრაფი რეაგირება და დანაშაულის გამოძიების ეფექტიანობის გაზრდა. ახლადშექმნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრის საზოგადოებაში ცნობადობის დამკვიდრებისა და პროექტში ახალგაზრდობის ჩართულობის მიზნით, შს სამინისტრო აღნიშნული ცენტრის ლოგოს შესაქმნელად სტუდენტებში კონკურსს აცხადებს. კონკურსში გამარჯვებული დაჯილდოვდება-3000 ლარით. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 577 57 60 50.

Share: