კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 2017 წლის 25 აგვისტოდან აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად: - თერაპიული სტომატოლოგია: 2 ასისტენტ-პროფესორი; - სისხლის სამართალი: 1 პროფესორი; - სამართლებრივი კვლევის მეთოდები: 1 ასოცირებული პროფესორი; - შრომის სამართალი: 1 ასოცირებული პროფესორი; - საერთაშორისო სისხლის სამართალი: 1 ასოცირებული პროფესორი; - საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი: 1 ასოცირებული პროფესორი; - მენეჯმენტი: 1 ასოცირებული პროფესორი; - ფინანსები: 1 ასოცირებული პროფესორი; - მარკეტინგი: 1 ასოცირებული პროფესორი; - ეკონომიკა: 1 პროფესორი; - ინფორმატიკა: 1 პროფესორი; - ინტერკულტურული კომუნიკაციები: 1 ასოცირებული პროფესორი; - კულტურულ-საგანმანათლებლო მაუწყებლობა: 1 ასოცირებული პროფესორი; - კულტუროლოგია: 1 ასოცირებული პროფესორი; - საქართველოს ისტორია: 1 პროფესორი. ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატთათვის: · პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. · ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. · ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: 1.განცხადება ; 2. კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად; 3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 4. დიპლომის ასლი უმაღლესი განათლების შესახებ; 5. ორი ფოტოსურათი, ზომით 3×4; 6. უმაღლესი განათლების და დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარმოსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი); · ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/დარგისათვის შესაბამისი სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი. აღნიშნულ ნაშრომთაგან ერთ-ერთი (ავტორის შეხედულებით) ბეჭდვითი სახით უნდა ერთვოდეს საკონკურსო დოკუმენტებს; · კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით) . კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2017 წლის 25 აგვისტოდან - 2017 წლის 8 სექტემბრამდე. უნივერსიტეტის კანცელარიაში (10.00 სთ-დან 17 სთ-მდე, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზირი N 25) საბოლოო შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2017 წლის 16 სექტემბრისა. კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ვებგვერდზე :http://sdasu.edu.ge/ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - ტელ.: (995 32) 2 253 677.

Share: