„ზეარის“- ის გენერალური დირექტორი ''სდასუ''-ს სტუდენტებს შეხვდა

„ზეარის“- ის გენერალური დირექტორი ''სდასუ''-ს სტუდენტებს შეხვდა

17 მაისს კომპანია „ზეარის“- ის გენერალური დირექტორი, ბატონ გოჩა ფიფია სდასუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე ბატონმა გოჩამ მოახდინა ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში ბიზნეს-გარემოს ფორმირების პროცესის შედარებითი რეტროსპექტული ანალიზი. იდენტიფიცირებული იქნა პრობლემები და გამოითქვა მოსაზრებები მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამების სრულყოფის ძირითადი მიმართულებების თაობაზე. გარდა ამისა, მან სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება სამეწარმეო აქტივობის პროცესში მარკეტინგული სტრატეგიითა და კომპლექსით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლიმენტაციის კონკრეტული მეთოდებისა და ტექნოლოგიების შესახებ, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია სტუდენტებში. ბატონმა გოჩამ შეხვედრაზე გააჟღერა იდეა, რომ წარჩინებულ სდასუ-ს სტუდენტებს დაენიშნებათ კომპანია „ზეარისის“ სტიპენდია.

Share: