დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ !

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ !

2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება სამართლის, მედიცინისა და ეკონომიკის სადოქტორო პროგრამებზე. დოქტორანტურაში მიღების ვადები: 1. საბუთების მიღება – 20 ივლისი - 10 აგვისტო 2. გამოცდა უცხოურ ენაში – 24 აგვისტო 3. გამოცდის შედეგების გამოცხადება – 25 აგვისტო 4. აპელაციის შედეგების გამოცხადება – 26 აგვისტო 5. დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 30 აგვისტო 6. დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგების გამოცხადება - 31 აგვისტო 7. გასაუბრების შედეგების გასაჩივრება - 1 სექტემბერი 8. აპელაციის შედეგების გამოცხადება - 2 სექტემბერი 9. ხელშეკრულებების გაფორმება - 4 სექტემბერი 10. ჩარიცხვის ბრძანების მომზადება - 4 სექტემბერი წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 1. განცხადება სდასუ-ს რექტორის სახელზე; 2. განმცხადებლის რეზიუმე (CV); 3. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2017 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე); 4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 5. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა; 6. სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა; 7. უცხოური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 8. ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის (როცა ქართული არ არის მშობლიური ენა) დამადასტურებელი სერთიფიკატი; 9. წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სხვა უმაღლეს სასწავლებელში დოქტორანტურაში მიღებასა და /ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე); 10. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 11. 2 ფოტოსურათი (3x4) და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

Share: