„დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს იწყებს

„დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს იწყებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ სისხლის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესების კვირეულს იწყებს. პროექტის ფარგლებში ნაფიცი მსაჯულები აპლიკაციის მიხედვით შეირჩევიან. შერჩეული ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.გუნდები მოემზადებიან როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად. თითოეულ პროცესზე გამარჯვებული გუნდი ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე გამოვლინდება. პროექტის გამარჯვებულ გუნდს და საუკეთესო ინდივიდუალურ მონაწილეს ჟიური გამოავლენს. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16-21 წლის ახალგაზრდებს. ნაფიც მსაჯულებს გამოცდილი იურისტი ტრენინგებს ჩაუტარებს და პროცესისთვის მოამზადებს. პროცესები ჩატარდება 5 ივნისიდან 9 ივნისის ჩათვლით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში. მისამართი: თბილისი, საქართველო, ძმები ზუბალაშვილების ქ. #32. რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 22 მაისი, 18:00 საათი. რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1jguxX5imyATyGEMv_HEdE3ZPRwWjrnihixq0OkF0VgM/viewform?edit_requested=true

Share: